Accessibility links

site logo site logo

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გამკაცრდა ავიაუსაფრთხოების ზომები


ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის სახელმწიფოები საავიაციო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ, რაც გასულ კვირაში იემენიდან სატვირთო თვითმფრინავით ორი ბომბი გაიგზავნა, რაც სავარაუდოდ ალ-ყაიდის მიერ ორგანიზებული ტერაქტის მცდელობა იყო. ტვირთი აშშ-ში უნდა ჩასულიყო, თუმცა საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურმა დასავლელ პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა და ბომბები ინგლისსა და დუბაიში იპოვეს. ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის პასუხად, ბრიტანეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა, კანადამ და აშშ-მა იემენიდან რეისებზე შეზღუდვა დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ აშშ ცდილობს დაეხმაროს იემენს ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG