კოსოვოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ იაკუპ კრასნიკის განცხადებით, 12 დეკემბერს გაიმართება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას. ეს ნაბიჯი მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის მთავარი კოალიციური პარტნიორის, კოსოვოს დემოკრატიული ლიგის გადაწყვეტილებას, დატოვოს მთავრობა. ტაჩიმ შეაქო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, რასაც, მისი შეფასებით, „ინსტიტუციური კრიზისიდან კოსოვოს გამოყვანა“ მოჰყვება.
ყველაზე პოპულარული
1