Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი პირობას დებს, რომ ნატოს ავღანეთში უფრო აქტიურად დაეხმარება


რუსეთმა დღეს პირობა დადო, რომ ნატოს უფრო აქტიურად დაეხმარება ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში - თუმცა რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, არ უთქვამს. მოსკოვში, ნატოს ხელმძღვანელ ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა: „ავღანეთში თანამშრობლობას გავაფართოვებთ - ეს ჩვენს საერთო, სასიცოცხლო ინტერესებში შედისო“. რასმუსენი შეხვდა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსაც - რომელმაც განაცხადა: „მთლიანობაში, რუსეთსა და ნატოს შორის კავშირები უფრო პროდუქტიული და ინტენსიური გახდაო“. მიმდინარე თვეში ლისაბონში ნატოს სამიტი გაიმართება, რომელსაც მედვედევიც დაესწრება.
XS
SM
MD
LG