Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირების სია გამოაქვეყნა


ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მისი შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირების სია. გავლენიანი საფინანსო ჟურნალის თანახმად, მსოფლიოში მცხოვრები 6,8 მილიარდი ადამიანიდან რეალური გავლენა აქვს 68-ს. სათავეში მათ, ჟურალის აზრით, უდგას ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, რომელსაც მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. რუსეთის პრემიერ პუტინი, მეოთხე ადგილზეა და პრეზიდენტი მედვედევი კი, მხოლოდ 12-ზე. „ფორბსის“ სიაში საქმიანი წრეების წარმომადგენლებსა და საჯარო პირებთან ერთად პოლიტიკური მძიმეწონოსნები შედიან.
XS
SM
MD
LG