Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ კორძაია


”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი თამარ კორძაია
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი თამარ კორძაია
5 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ კორძაია, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი. მან ილაპარაკა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. თამარ კორძაიას თქმით, არსებობს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის პირდაპირი და ირიბი გზა, როცა უკვე სასამართლო ამა თუ იმ არგუმენტის მოშველიებით ცდილობს, არ დააკისროს სანქცია ორგანიზაციას, რომელსაც საჯარო ინფორმაციის გაცემა ევალება. კონკრეტულ შემთხვევას, რაც ეხება - საია ითხოვდა ინფორმაციას იუსტიციის მოქმედი და ყოფილი წევრების თანამდებობრივ მდგომარეობის, მივლინების შემთხვევების, ადგილის და თარიღის თაობაზე. ასევე - 2007 - 2009 წლებში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, სხვა სასამართლოში გადაყვანის და მოსამართლეთა საქმის განხილვის და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების ჩამოცილების თაობაზე, მივლინებული მოსამართლეების სახელსა და გვარს, დანიშვნის ადგილს და მივლინების თარიღს. ასევე, მოსამართლეთა თანამდებობრივი დანამატების ოდენობას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეაგირება არ მოახდინა საიას განცხადებასთან და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 2010 წლის 13 ოქტომბერს მიიღო განჩინება, რომლითაც დაუშვებლად ცნო საიას სარჩელი იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციას დარღვეული ჰქონდა გასაჩივრების ვადა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG