Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაიმართა კლინტონისა და ნეტანიაჰუს მოლაპარაკება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკში მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეტანიაჰუსთან. მოლაპარაკების მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იყო. შეხვედრის დაწყებამდე მისმა ორივე მონაწილემ გამოთქვა რწმენა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება შესაძლებელია. აშშ კრიტიკულად აფასებს ისრაელის გეგმას, ებრაელთა ახალი დასახლებები ააშენოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში. პალესტინელები უარს ამბობენ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, ვიდრე ისრაელი მშენებლობას არ შეაჩერებს.
XS
SM
MD
LG