Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტრანსპარენსი ინტერნეშნლმა“ პრემია მიანიჭა სარგეი მაგნიტსკის - სიკვდილის შემდეგ


საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსპარენსი ინტერნეშნლმა“, კორუფციასთან ბრძოლისას გამოჩენილი სიმამაცისთვის, საგანგებო პრემიით დააჯილდოვა რუსი იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც ამ ერთი წლის წინათ გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორში. მაგნიტსკი ბრიტანეთის კომპანია „Hermitage Capital“-ში მუშაობდა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში კორუფციის ფაქტებს იძიებდა. საგამოძიებო იზოლატორში ის გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით მოათავსეს. ოფიციალური ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა იქცა. მაგნიტსკის კოლეგები ამტკიცებენ, რომ მას დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
XS
SM
MD
LG