Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურის ვინაობა


საქართველოს მოქალაქე ოლეგ ნოდია იმყოფება სომალელი მეკობრეების მიერ არაბეთის ზღვაში დატყვევებულ ტანკერზე, რომელიც მალაიზიიდან ეგვიპტისკენ მიემართებოდა. ქართველი მეზღვაურის ვინაობა სააგენტო ინტერპრესნიუსს მეზღვაურთა პროფკავშირიდან აცნობეს. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მეკობრეთა საწინააღმდეგო ოპერაციის სარდლობის ინფორმაციით, პანამის დროშით მცურავ ტანკერზე, რომელიც ტუნისის საკუთრებაა, საქართველოს მოქალაქის გარდა იმყოფებიან ტუნისის, ფილიპინების, ხორვატიის, მაროკოსა და რუსეთის მოქალაქეები, სულ 31 ადამიანი. ინტერნეტგამოცემა ”საზღვაო ბიულეტენი” იუწყება, რომ ტანკერი მალაიზიიდან ეგვიპტისკენ მიემართებოდა საკმაოდ საშიში მარშრუტით, ანუ უშუალოდ არაბეთის ზღვის გავლით, სადაც მეკობრეთა არაერთი აქტიური ჯგუფი მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ოლეგ ნოდიას გარდა, სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში სექტემბრიდან იმყოფება საქართველოს კიდევ 15 მოქალაქე.
XS
SM
MD
LG