Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ქვეყნები მიესალმნენ ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის შინაპატიმრობიდან განთავისუფლებას


დასავლეთის ქვეყნები მიესალმნენ ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის შინაპატიმრობიდან განთავისუფლებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ბირმის სამხედრო ხელისუფლებამ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბირმის ხელისუფლებას მოუწოდა, აღარ შეზღუდოს აუნ სან სუ ჩის არც სიტყვის და არც გადაადგილების თავისუფლება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ სუ ჩის განთავისუფლება დიდი ხნის წინათ უნდა მომხდარიყო და მის პატიმრობას სპექტაკლი უწოდა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გათავისუფლება „დადებით ამბად“ შეაფასა.
XS
SM
MD
LG