Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს საჰაერო შეტევამ პაკისტანში 15 ექსტრემისტი იმსხვერპლა


პაკისტანის დაზვერვის წარმომადგენელთა განცხადებით, ავღანეთის საზღვართან სავარაუდოდ აშშ-ს მიერ განხორციელებულ შეტევას ექსტრემიზმში 15 ეჭვმიტანილის სიკვდილი მოჰყვა. ოფიციალური პირების თქმით, ჩრდილოეთ ვაზირისტანის სოფელ ბანგი დარში ოთხი რაკეტა დაეცა ნაგებობას და მანქანას. რეგიონს თალიბანის და უცხოური ექსტრემისტული დაჯგუფებების წარმომადგენლები აფარებენ თავს. ამ ადგილებში იმყოფებიან ის პირები, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს, ავღანეთში, აშშ-სა და ნატოს ძალებს ესხმიან თავს.
XS
SM
MD
LG