Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კრების მოწვევის ინიციატორები უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ


წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები და კრების მხარდამჭერი ნინო ბურჯანაძე გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოების და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სახალხო კრების მოწვევის ინიციატორები კრების ჩატარებას სპორტის სასახლეში, ან ლოკომოტივის სტადიონზე აპირებდნენ, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ხელისუფლების უარის შემდეგ, იძულებულნი არიან 25 ნოემბერს, შეკრება პარლამენტთან გამართონ. გერმანიის ელჩთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატებს უკვირთ, რატომ აიძულებს ხელისუფლება სახალხო კრებას ქუჩაში გასვლას. კრების მხარდამჭერი ნინო ბურჯანაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე აქცია შესაძლოა, დაგეგმილზე ბევრად მრავალრიცხოვანი იყოს და გამორიცხული არც პროვოკაციაა, რის გამოც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
XS
SM
MD
LG