Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარს ეპატიჟება


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი მიესალმა ირანის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ მიწვევას. ეს ცნობილი გახდა პარასკევს - ერთი დღის შემდეგ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაგმო ირანში გავრცელებული პრაქტიკა, რაც ჩაქოლვას, გაჯოხვასა და დასჯის სხვა არაჰუმანურ მეთოდებს ითვალისწინებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, ირანის ადამიანის უფლებების საკითხების გენერალურმა მდივანმა მოჰამედ ლარიჯანიმ პარასკევს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან შეხვედრის დროს, ირანში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, სამხრეთაფრიკელი ნავი პილი დაპატიჟა.
XS
SM
MD
LG