Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგი ვეფხვების გადარჩენის ფორუმს მასპინძლობს


13 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობს რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაწყებულ ფორუმს, რომლის მონაწილეები მიზნად ისახავენ, გადაარჩინონ ვეფხვის მოდგმა, რომელსაც, ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, გადაშენება ემუქრება. სამიტზე, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, განიხილება სამოქმედო გეგმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მსოფლიოში მომდევნო 12 წლის განმავლობაში ვეფხვების რაოდენობის გაორმაგებას. ცხოველთა სამყაროს მსოფლიო ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევით, ამჟამად ბუნებრივ პირობებში 3200 ვეფხვი ცხოვრობს, ასი წლის წინ კი ვეფხვების რაოდენობა 100 000 აღწევდა.
XS
SM
MD
LG