Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 40-დან 50 თეთრამდე გაიზარდება


თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებაა მოსალოდნელი. დედაქალაქის მერიაში დაადასტურეს, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 40-დან 50 თეთრამდე გაიზარდება, გარდა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც შეღავათით სარგებლობს. ამ საკითხს დედაქალაქის საკრებულო 29 ნოემბერს განიხილავს. ამასთან, 1 დეკემბრიდან თბილისში გაიზრდება წყლის გადასახადიც და სულზე 3 ლარი და 15 თეთრი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წყალს გრაფიკის გარეშე იღებენ. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის და წყლის ტარიფის გაზრდა უკვე გააპროტესტა თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ.
XS
SM
MD
LG