Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას


საქართველოს ვალდებულებას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არასდროს გამოიყენებს, მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი. მისი შეფასებით, საქართველოს გადაწყვეტილება კონსტრუქციული ნაბიჯი და დადებითი წვლილია იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას. ამ მხრივ, ბარონესა ეშტონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობაა. ეშტონის განცხადებით, ევროკავშირი ელის შემდგომ ნაბიჯებსაც, რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა ევროპარლამენტში გამოსვლისას და კვლავ მზად არის აქტიური ჩართულობისთვის საქართველოში კონფლიქტის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG