Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა: დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს „ომის ზღვრამდე“ მიჰყავს რეგიონი


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნას „ომის ზღვრამდე“ მიჰყავს რეგიონი. სამხედრო გემები, რომლებსაც ამერიკული ბირთვული ავიამზიდი უძღვება, ყვითელი ზღვისაკენ მიეშურება 28 ნოემბრიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. სამშაბათს, სულ ცოტა, ოთხი სამხრეთკორეელი შეიწირა ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო იერიშმა სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონზე, რომელიც ორი კორეის საზღვაო საზღვრის მახლობლად მდებარეობს. არტილერიის ხმა დღესაც ისმოდა კუნძულის მახლობლად - რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა უოლტერ შარპმა მოინახულა იონპიონი, სეულთან სოლიდარობის ნიშნად: ამერიკელი გენერლის განცხადებით, ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას მიაწოდეს და ადგილზე ნანახის საფუძველზე, "ნათელია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ განახორციელა თავდასხმა ამ კუნძულზე, რაც არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აშკარა დარღვევა“.
XS
SM
MD
LG