Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან სადემარკაციო სამუშაოების გამო


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს სადემარკაციო სამუშაოს გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ტარდება. შეშფოთება გამოთქმულია საგანგებო განცხადებაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, მისიის სადამკვირვებლო ჯგუფმა 25 ნოემბერს შენიშნა სამი სამოქალაქო პირი, რომელიც სოფელ დიცის მახლობლად, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ აზომვით სამუშაოებს ასრულებდა. ამ სამოქალაქო პირებს ახლდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შვიდი შეიარაღებული სამხედრო წარმომადგენელი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ასეთი ქმედება პირველად არ დაფიქსირებულა. მისია შეშფოთებას გამოთქვამს „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების გამო“, რადგან ეს ზომა შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, რომელსაც ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
XS
SM
MD
LG