Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში კერძო ტელეარხის შენობაში პოლიციამ რეიდი მოაწყო


მაკედონიაში კერძო ტელეარხის მთავარ შენობაში შეიჭრა პოლიცია, რომელმაც განაცხადა, რომ თაღლითობის საქმეს იძიებენ. პოლიციამ შენობის შესავლელი გადაკეტა. აქტის გასაპროტესტებლად შენობასთან შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი. ტელეარხი „A 1“ კრიტიკულია კონსერვატული მთავრობის მიმართ. „A 1“-მა ცოცხალ ეთერში გადასცა პოლიციის რეიდი. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივო კოტეცკიმ „ასოშეიტიდ პრესს“ უთხრა, რომ პოლიცია თაღლითობის საქმეთა გამომძიებლებს ახლდა, საქმე ეხება სხვა კომპანიებს და ტელეარხი მათი სამიზნე არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG