შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „უპასუხისმგებლო“ უწოდა ე.წ. ინფორმატორ-ვებსაიტ „უიკილიკსის“ გეგმას, მასობრივად გამოქვეყნოს კონფიდენციალური ინფორმაცია ამერიკის მთავრობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ თქვა, რომ „ეს უპასუხისმგებლო ქმედება რისკის ქვეშ დააყენებს ადამიანთა სიცოცხეს და ქვეყნის ინტერესებს.“ კროულის თქმით, შეერთებული შტატების „უარესი სცენარისათვის ემზადება“ და მოკავშირე ქვეყნების მთავრობებს აცნობა, შესაძლო გაჟონვის თაობაზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააფრთხილა გერმანიის, საუდის არაბეთის, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ავღანეთის ლიდერები. „უიკილიკსი“ აპირებს ინტერნეტით გამოაქვეყნოს სამ მილიონამდე საიდუმლო დეპეშა, რომელიც შეიცავს შეერთებული შტატების დამუკიდებულებას და მის საიდუმლო შეხედულებებს სხვა ქვეყნებზე. ბევრი შიშობს, რომ ეს გაართულებს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ურთიერთობას და გამოააშკრავებს მგრძნობიარე დეტალებს. ავსტრალიამ „უიკილიკსის“ ქმედებას დღეს „უგუნური“ უწოდა.
ყველაზე პოპულარული
1