Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში არჩევნებისწინა „დუმილის დღეა“


კვირას მოლდავეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომლის დანიშვნაც სექტემბრის წარუმატებელი რეფერენდუმის შემდეგ გადაწყდა. მოლდავეთში ბოლო წელიწადნახევარია, გრძელდება პოლიტიკური კრიზისი. ორი საპარლამენტო კენჭისყრის შედეგად ვერ მოხერხდა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა, რის შემდეგაც მოლდავეთის პროდასავლურმა ალიანსმა ევროპული ინტეგრაციისათვის გადაწყვიტა საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა, თუმცა ამომრჩევლის ინდიფერენტულობისა და მოლდაველი კომუნისტებისა და მათი ელექტორატის წინააღმდეგობის გამო, რეფერენდუმი არ შედგა. 28 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გამართული სოციოლოგიური გამოკითხვით, ამომრჩეველთა 35 პროცენტი კომუნისტურ პარტიას უჭერს მხარს, პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას - 20 პროცენტი, მოლდავეთის დემოკრატიულ პარტიას 12 და მხოლოდ 11 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს პარლამენტის სპიკერისა და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, მიჰაი გიმპუს ლიბერალური პარტია. საპარლამენტო არჩევნებს მოლდავეთში მეთვალყურეობას უწევს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ასობით დამკვირვებელი. მათ შორის არიან საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები. საპარლამენტო არჩევნები მოლდავეთის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში კვირას დილით დაიწყება. პირველი შედეგები კი ადგილობრივი დროით შუაღამის 23 საათზე გამოცხადდება და შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში, ყოველ ორ საათში განახლდება.
XS
SM
MD
LG