Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი მინისტრი აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს ბირთვული ფიზიკის ექსპერტის მკვლელობაში


ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი, მოსტაფა მოჰამად ნაჯარი შეერთებული შტატების და ისრაელის უშიშროების სამსახურებს, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსა და მოსადს ადანაშაულებს ბირთვული ფიზიკის ერთ-ერთი წამყვანი ირანელი ექსპერტის, მაჯიდ შაჰრიანის მკვლელობაში. ირანელი ექსპერტი დღეს დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად. ასეთივე, მაგრამ სხვა ადგილას მოწყობილი კიდევ ერთი აფეთქების შედეგად დაიჭრა შაჰრიანის თანამშრომელი. მედიის ინფორმაციით, ბომბები მიმაგრებული იყო ორი ექსპერტის ავტომანქანებზე. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, აფეთქებების მიზანია ირანში „სამეცნიერო პროგრესის შეჩერება“.
XS
SM
MD
LG