Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტზე ასტანაში გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს ესაუბრა


საქართველო ეუთოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ მასში ქვეყნის ინტერესთა შესაბამისი ფორმულირებები ჩაიწერება - ამის შესახებ ასტანაში ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი განმარტებით, დოკუმენტში ქვაკუთხედად მითითებული უნდა იყოს გაეროს წესდება და ჰელსინკის აქტი და მოთხოვნა, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს. ვაშაძის თქმით, ეუთოს შემაჯამებელ დოკუმენტში საუბარი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უფლებაზე.
XS
SM
MD
LG