ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ეუთოს ორდღღიანი სამიტი დღეს დასრულდება. სამიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ეუთოს წევრ ქვეყნებს ავღანეთში გააქტიურებისაკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა ეუთოს სამიტის მონაწილეებს საქართველოში ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის აღდგენისკენ. გუშინდელ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეუთო-მ პოტენციალის კარგვა დაიწყო და ამიტომ ის მოდერნიზაციას საჭიროებს. როგორც ქართული ტელეკომპანიები იტყობინებიან, მან ასტანა გართულებული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად სამიტის დასრულებამდე დატოვა. სამიტში მონაწილეობას 28 ქვეყნის ლიდერები იღებენ. ეს ეუთოს პირველი მსგავსი შეხვედრაა უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში.
ყველაზე პოპულარული
1