Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი დღეიდან ურანის გამდიდრებას იწყებს


ირანმა გამოაცხადა, რომ დღეიდან იწყებს მისი მიერ მიღებული ურანის ჟანგის გამდიდრებას. ირანის ატომური უწყების ხელმძღვანელის, ალი აქბარ სალეჰის განცხადება წინ უსწრებს ირანის დელეგაციის მოლაპარაკებას ჟენევაში, მსორფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენელთან. სადეჰის თქმით, ირანს აღარ აქვს ურანის კონცენტრატით მომარაგების პრობლემები და მას თვითონ შეუძლია უზრუნველყოს თავისი ბირთვული პროგრამა ურანით. გამდიდრებული ურანის გამოყენება შეიძლება როგორც მშვიდობიანი მიზნით, ასევე იარაღის შესაქმნელად. დასალეთი ვარაუდობს, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. საერთაშორისო თანამეგობრობას სურს ირანისგან მიიღოს გარანტია, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით მოიხმარს ატომს.
XS
SM
MD
LG