Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები. ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი დღეს შეხვდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს. როგორც სააგენტო რესი იუწყება, ჩოჩიევმა განაცხადა, რომ 16 დეკემბერს, ჟენევის დისკუსიის მე-14 რაუნდზე ოსური მხარე საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების იურიდიულად დადასტურებას მოითხოვს. ამავე სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა პიერ მორელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ოსურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისa და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობა განაახლა.
XS
SM
MD
LG