Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის პოლიციის ცნობით, სტოკჰოლმში აფეთქების მოწყობამდე გავრცელდა „ჯიჰადისაკენ“ მოწოდება


შვედეთის პოლიციის ცნობით, შაბათს სტოკჰოლმში აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა, ამ თავდასხმებამდე გააგზვნა ელექტრონული წერილი „ჯიჰადისკენ“ მოწოდებით. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ ერთმა და იმავე პირმა გააგზავნა წერილი, რომელშიც ნახსენებია შვეციის მონაწილეობა ავღანეთის ომში და მოაწყო სტოკჰოლმში აფეთქებები, რომელთაგან ერთ-ერთის შედეგად თვითონ დაიღუპა. დაუდასტურებელი ცნობებით, საქმე ეხება წარმოშობით ერაყელ შვედს. მას განათლება ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული და ბრიტანეთშივე ცხოვრობდა. ბრიტანეთის პოლიცია შაბათსვე შეუდგა ლონდონის მახლობლად, ეჭვმიტანილის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე რაიონის შემოწმებას, მაგრამ არავინ დაუკავებია. მანამდე შვედეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული აქტი“ უწოდა სტოკჰოლმში მოწყობილ თავდასხმას.
XS
SM
MD
LG