საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს კმაყოფილება გამოთქვა საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის გამო, რომლის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 77% კურუფციასთან ბრძოლას ეფექტურად მიიჩნევს. ნიკა გილაურის განცხადებით, კორუფციის დაბალი დონის მიხედვით, საქართველო ევროპის 10 ქვეყანას შორის მოხვდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსგავსი მონაცემები ქვეყნის მთავრობისთვის რეფორმების გაგრძელების სტიმულია.
ყველაზე პოპულარული
1