Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიცია - "ევროპული საქართველოსთვის" შექმნეს


საქართველოში მოქმედმა 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შექმნა კოალიცია სახელწოდებით "ევროპული საქართველოსთვის". საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, კოალიციის მიზანია საქართველოში ფუნდამენტური ევროპული ფასეულობების დამკვიდრება და ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში არასამთავრობო სექტორის აქტიურად მონაწილეობის მხარდაჭერა. ”ჩვენ ვქმნით კოალიციას ”ევროპული საქართველოსათვის”, რადგან საქართველო მისი წარსულითა და მომავლით ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, და მხარს ვუჭერთ ევროპულ ფასეულობებს, ადამიანის, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების მოძრაობის თავისუფლებას", - ნათქვამია კოალიციაში გაწევრიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს ხელმოწერილ მანიფესტში.
XS
SM
MD
LG