Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაისად თბილისი უმასპინძლებს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს


რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაისად, მაის-ივნისში თბილისი უმასპინძლებს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს - ე.წ. „მსოფლიო რაგბის ალაფას“. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციაზე, რომელშიც რაგბის საერთაშორისო საბჭოს ტურნირების დირექტორი ფილიპ ბურდარიასი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და თბილისის მერიის წარმომადგენელი მამუკა ქაცარავა მონაწილეობდენენ, ითქვა, რომ ტურნირი თბილისში 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
2011 წელს, „მსოფლიო რაგბის ალაფაში“ საქართველოს, რუსეთის, სამოას, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ურუგვაის, კანადის და ზიმბაბვეს გუნდები ითამაშებენ. ტურნირში გამარჯვებული 2012 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა "მსოფლიო რაგბის ალაფას“ საგზური წელს ბელგიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც ფინალურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა.
XS
SM
MD
LG