Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პოლიციამ ქალაქის რაიონი გადაკეტა მოსალოდნელი არეულობის გამო


მოსკოვის პოლიციამ დღეს ქალაქის ზოგიერთი არეალი გადაკეტა ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების მოლოდინში. ამ ზომებს მიმართეს მას მერე, რაც ულტრანაციონალისტურმა მოძრაობამ „არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ“, მოუწოდა მომხრებს, შეიკრიბონ მოსკოვის ცენტრში, სადაც შესაძლებლი იყო შეტაკება რუსეთის, უპირატესად მაჰმადიან კავკასიელებთან. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კიევის სადგურთან მოხდა მცირე ჩხუბი. მისი მონაწილები დააკავეს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის თანახმად, იქ ათასამდე ახალგაზრდა იყო შეკრებილი. უფრო ადრე პოლიციამ დააკავა ასამდე პირი, რომლებსაც სხვადასხვა სახით იარაღი უნახეს.
XS
SM
MD
LG