Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„2010 წლის ადამიანად“ ჟურნალმა ტაიმმა ფეისბუკის ხელმძღვანელი დაასახელა


ჟურნალმა ტაიმმა „2010 წლის ადამიანად“ დაასახელა სოციალური საინტერნეტო ქსელის, ფეისბუკის ხელმძღვანელი, 26 წლის მარკ ზაკერბერგი. ამავე დროს, იმავე ჟურნალის მკითხველთა გამოკითხვის თანახმად, „წლის ადამიანის“ წოდება უნდა მინიჭებოდა ვიკილიკსის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს, რომელიც მთელ მსოფლოში გახდა ცნობილი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების გამო. ტაიმი 20-იანი წლების შემდეგ განსაზღვრავს „წლის ადამიანის“ ვინაობას, პირისა, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მოვლენებზე ერთ წელიწადში .

XS
SM
MD
LG