Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდაველ ჟურნალისტს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე


მოლდავეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ერნესტ ვარდანეანს, რომელიც დამნაშავედ სცნო კიშინიოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ვარდანეანი აპრილში, ტირასპოლში დააკავეს და წაუყენეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება. ამ ფაქტმა საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება გამოიწვია. მოლდავეთის ვიცე-პრემიერ ვიქტორ ოსიპოვის განცხადებით, 16 დეკემბერს ჟურნალისტს განაჩენი გამოუტანეს. დნესტრისპირეთი 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოსცილდა მოლდავეთს და დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.
XS
SM
MD
LG