ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ არ აპირებს რეაგირებას სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნაზე, რომელიც ამ უკანასკნელმა დღეს სასაზღვრო კუნძულ იონპჰენდოსთან ჩაატარა. მანამდე სამხრეთ კორეის საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ წვრთნის მსვლელობაში, როგორც დაგეგმილიც იყო, განხორციელდა საარტილერიო გასროლები. ნოემბრის მიწურულს, სამხრეთ კორეის ანალოგიური წვრთნის შემდეგ, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კუნძულს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ჩრდილოეთი კორეა ამჯერადაც ცეცხლის გახსნით იმუქრებოდა, თუ სეული საარტილერიო გასროლებს განახორციელებდა. ორი კორეის ურთიერთობა წელს - რამდენიმე მსგავსი ინციდენტის შემდეგ - მკვეთრად გამწვავდა.
ყველაზე პოპულარული
1