Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ შეეშფოთება გამოხატა ჩინეთის სამოქალაქო აქტივისტების დევნის გამო


გაერომ შეეშფოთება გამოხატა ჩინეთის სამოქალაქო აქტივისტების დევნის გამო, რომლებიც უხარისხო საკვებით მოწამვლის შემთხვევებზე აკეთებდნენ განცხადებებს. ამჟამად ჩინეთში იმყოფება სურსათის საკითხებში გაეროს ექსპერტი ოლივიე დე შუტერი, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, მეტი გახსნილობა და ყურადღება გამოავლინოს პრობლემების მიმართ, რომლებიც მომხმარებლებს აწუხებს. ექსპერტმა განსაკუთრებით გამოყო იმ სამოქალაქო აქტივისტის საქმე, რომლის ვაჟი აღმოჩნდა 2008 წელს უხარისხო საკვებით მოწამლულ სამასიათას ბავშვს შორის. მამამ კამპანია წამოიწყო იმ მიზნით, რომ კომპენსაცია მიეღო მთავრობისგან, მაგრამ მას ახლახან ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG