Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში გაუვნებელყოფილია ნარკოტიკებით მოვაჭრე ბალკანელთა დაჯგუფება


გერმანიის, ავსტრიის და მაკედონიის საპოლიციო დანაყოფები აცხადებენ, რომ გააუვნებელყვეს ვენასა და ფრანკფურტში მოქმედი, ნარკოტიკებით მოვაჭრე ბალკანელთა დაჯგუფება. ავსტრიის პოლიციის განცხადებით, ოთხშაბათს ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად ჯგუფის 29 ლიდერი და სხვა წევრები მაკედონიაში დააპატიმრეს. ავსტრიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ფრანც ლანგმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ვენაში 69 პირი დააკავეს, გერმანიაში - 300. კრიმინალური ჯგუფები ბალკანეთში 1990-იანი წლების ომების დროს მომძლავრდნენ. რეგიონი ნარკოტიკების, ადამიანების და იარაღის ტრეფიკინგის ერთგვარ გზაჯვარედინად განიხილება.
XS
SM
MD
LG