Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემარკაციით გაყოფილი სამოსახლოს ეზოები


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
2010 წელი ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის, სხვა წლებთან შედარებით, უკეთესი არ ყოფილა; პირიქით, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ამ წელს კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომლის მთელ პერიმეტრს რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ.

რადიო თავისუფლებას როგორც სოფელ საბერიოდან აცნობეს, რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდლობამ დანარჩენ საქართველოსთან მოსაზღვრე სოფლებში დემარკაცია დაიწყო. რესპონდენტის ცნობით, საზღვრის მონიშვნის შედეგად, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან ის მცხოვრებლები, რომელთა საყანე მიწების, თხილნარისა და სამოსახლოს ეზოს ნაწილი სამეგრელოს ტერიტორიაზე დარჩა.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა საზღვარი უკვე მონიშნეს და მავთულხლართებიც გააბეს გალის რაიონის სოფელ ოტობაია-ორსანტიის პირობით საზღვართან.

რადიო თავისუფლების რესპონდენტის ცნობით, ორმწკრივად გავლებული მავთულხლართებით აღნიშნული ადმინისტრაციული საზღვარი საბოლოოდ ჩაიკეტა.

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას დანარჩენ საქართველოში გადასვლა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე რომ მოეხერხებინა, 2010 წელს, აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური მთავრობის ბრძანებით, გალის რაიონის აფხაზურმა ადმინისტრაციამ ე.წ. ფასიანი საშვების გაცემა დაიწყო. მიუხედავად ასეთი წესისა, გალის მოსახლეობას რუსი მესაზღვრეები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მუდმივად აკავებდნენ და ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამჟამდ ე.წ. ფასიანი საშვების გამოყენება მხოლოდ ენგურის ცენტრალურ ხიდზეა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG