აშშ და გერმანია გმობენ მოსკოვის სასამართლოს მიერ ”იუკოსის” საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის შეშფოთებული იყო სასამართლო პროცესის დარღვევებით მიმდინარეობის გამო. თეთრი სახლი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ერთგულებას კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართ და ვნებს მოსკოვის შესაძლებლობას გაამყაროს აშშ-სთან ურთიერთობა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ სასამართლოს მიმდინარეობა ბევრ კითხვას ბადებს და წარმოადგენს მოდერნიზაციის გზაზე რუსეთის მიერ ”უკან გადადგმულ ნაბიჯს”. მიხაილ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი პლატონ ლებედევი 2003 წელს დააკავეს. ორშაბათს, 27 დეკემბერს კი მოსკოვის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ”იუკოსიდან” ნავთობის მოპარვასა და მილიარდობით დოლარის ფონდების გათეთრებაში. ბრალდების მხარე ხოდორკოვსკისა და ლებედევის დამატებით 6 წლით პატიმრობას მოითხოვს.
ყველაზე პოპულარული
1