Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში „პოლიტიკურად მოტივირებული“ ბრალდებების გამო


შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში „შერჩევითი სამართლის“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმეების გამო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს წაყენებული აქვს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება, რის გამოც მას ქვეყნიდან გამგზავრება ეკრძალება. ბოლო თვეებში სამართლებივ ზომებს მიმართეს ტიმოშენკოს ყოფილი მთავრობის რამდენიმე წევრის წინააღმდეგაც, მათ შორის არის უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო, რომელიც დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG