Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში დაპატიმრებული რჩებიან გაზეთ "იულანდს პოსტენზე" თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი პირები


კოპენჰაგენში სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა სამი მამაკაცი, დაკავებული გაზეთ "იულანდს პოსტენზე" თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. დანიის მედიის ცნობით, დაკავებულები არიან ერთი ტუნისელი და ორი შვედი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი ლიბანური წარმოშობისაა. კიდევ ერთი ერაყელი ეჭვმიტანილი, გათავისუფლებულია, როგორც ჩანს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. ოთხივე გუშინ, ოთხშაბათს დააკავეს, დანიის პოლიციის ცნობით, „იულანდს პოსტენზე“ თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანის საფუძველზე - ეს ის გაზეთია, რომელმაც 2005 წელს დაბეჭდა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები და ამით მრავალი მუსლიმანის პროტესტი გამოიწვია.
XS
SM
MD
LG