Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტია ოპოზიციაში გადასვლას აპირებს


პაკისტანის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა პარტიამ - მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობამ - გამოაცხადა, რომ გადის მმართველი კოალიციიდან და ოპოზიციაში გადადის. რამდენიმე დღის წინ ამ პარტიის წევრმა ორმა მინისტრმა მთავრობა დატოვა იმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომ იუსუფ რაზა გილანის კაბინეტი არასაკმარის ძალისხმევას იჩენს კორუფციასთან ბრძოლაში. ასევე ისინი უკმაყოფილო არიან მზარდი ინფლაციის და უშიშროების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
XS
SM
MD
LG