უნგრეთი უსაფუძვლოს უწოდებს კრიტიკას, რომელსაც დასავლეთში იწვევს მისი ახალი კანონი მედიის შესახებ. კანონით, რომელიც შაბათს, 1 იანვარს ამოქმედდა, ახალ სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა ამათუიმ მედიაგამოცემამ „დაბალანსებული“ და „ეთიკური“ ჟურნალისტიკის ნორმები. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ უნგრეთის მმართველ პარტია „ფიდესის“ მიერ შერჩეული კანდიდატები. კანონს აკრიტიკებენ მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, წამყვანი გამოცემები თვით უნგრეთში და დასავლეთის სახელმწიფოები. მაგრამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, უნგრეთის საზოგადოებრივმა ადმინისტრაციამ და იუსტიციის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ოპონენტები ცუდად არიან ინფორმირებული კანონის ტექსტზე და ბრძალდებები „უსაფუძვლო“, ზოგ შემთხვევაში „აბსურდულია“. ამ განცხადებით, მთავრობა არ აპირებს ოპოზიციის შეხედულებების რამენაირად შეზღუდვას.
უნგრეთი უარყოფს კრიტიკას, რომელსაც დასავლეთში გამოთქვამენ მედიის შესახებ მისი ახალი კანონის გამო
ყველაზე პოპულარული
1