ახალგორელების დიდი ნაწილი ახალ წელს წეროვანის დევნილთა დასახლებაში შეხვდა, დაბაში დარჩენილი მოსახლეობა კი ცენტრში აღმართულ ნაძვის ხესთან შეიკრიბა, სადაც დე ფაქტო ადმინისტრაცია ცხინვალში გამართულ კონცერტს დიდ ეკრანზე უჩვენებდა. ამის შემდეგ, კოკოითის ბრძანებით, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის 10-დღიანი საახალწლო დასვენება გამოცხადდა.
რას მოელიან ახალგორელები 2011 წლისგან? როგორც ცნობილია, გასულ წელს რუსულ და ოსურ საგუშაგოებზე მათ პერიოდულად გადაადგილების პრობლემები ექმნებოდათ - დაბაში დარჩენილთა ნათესავები იქ ჩასვლას ვერ ახერხებდნენ. ახალგორის მკვიდრის, თამარ მეარაყიშვილის, ინფორმაციით, იანვრიდან გადაადგილების პრობლემა ექიმებს და იმ პაციენტებს შეექმნებათ, რომლებსაც ცხინვალიდან სპეციალური ნებართვა არ ექნებათ. გარდა ამისა, კოკოითის ხელისუფლებამ დაბაში აშენებული კორპუსები სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.
„იანვრიდან, როგორც გამოაცხადეს, ველოდებით ავადმყოფების გადაყვანასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ექიმები ელიან, რომ სპეციალური ცნობები იქნება ცხინვალიდან საჭირო. ველოდებით, რომ ახალი კანონები შევა ძალაში. ახლა გავიგეთ, რომ სახელმწიფოს მიერ აშენებული ბინები, ადრე კომუნალურს რომ ეძახდნენ, ისევ კომუნალურ სამსახურს უბრუნდება და სახელწიფო იქნება ისევ მისი მმართველი“, – აღნიშნა თამარ მეარაყიშვილმა.
როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკაში პრივატიზაციის პროცესი არ ჩატარებულა, იქ მიწაც და ერთ დროს მთავრობის მიერ აშენებული სახლები ისევ სახელმწიფო საკუთრებაა. ცხინვალისგან განსხვავებით, ახალგორში ბინების პრივატიზაცია მოხდა, მაგრამ, კოკოითის ახალი ბრძანებით, საცხოვრებელი ფონდი ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა. ახალგორელებმა ჯერ არ იციან ამ ბრძანების შემდეგ მათ კერძო საკუთრებას რა ბედი ეწევა.
დეკემბრის ბოლოს ახალგორში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ადმინისტრაცია მალე დაბაში თბილისიდან პროდუქტების შეტანას აკრძალავდა. მაგრამ ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება არ სრულდება. თამარ მეარაყიშვილის აზრით, კოკოითის მთავრობას ამ გადაწყვეტილების შესრულება გაუჭირდება, რადგან საახალწლო ბაზრობამ დაარწმუნა, რომ ოსების სურვილია, ეს არ მოხდეს, ახალ წელს ბევრი ოსური ოჯახი ცხინვალში ისევ ქართული ციტრუსებით შეხვდა.
ახალგორელები ახლა მოვლენების განვითარებას და კოკოითის მიერ გამოცემულ ახალ ბრძანებებს ელოდებიან. დაბაში 1 000-მდე მცხოვრებია დარჩენილი და უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ. მათი თქმით, ადგილობრივ რეალობასთან დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოცემული კანონები ძნელად ადაპტირდება, ამიტომ დროთა განმავლობაში ისინი ან იცვლება, ან დავიწყებას ეძლევა.