Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ფორუმის წევრი, ზაზა ჩაკვეტაძე, გაათავისუფლეს


თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ეროვნული ფორუმის წევრი ზაზა ჩაკვეტაძე. მისი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ მიიღო. ზაზა ჩაკვეტაძე გასული წლის 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეთა საპროტესტო აქციისას დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ეროვნული ფორუმი ზაზა ჩაკვეტაძეს უკანონო პატიმრად და პოლიტიკურ მძევლად მიიჩნევდა. მისი დაკავებისას და სასამართლო განხილვისას არსებულ დარღვევებზე მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველი.
XS
SM
MD
LG