Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 პატიმარი მეხუთე დღეა შიმშილობს


ქსნის საპატიმროში მყოფი, ტუბერკულოზით დაავადებული 5 პატიმარი მედიკამენტების მოთხოვნით, მეხუთე დღეა შიმშილობს - ამის შესახებ დღეს სააგენტო “პირველს” განუცხადა ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ. მისივე ინფორმაციით, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებს, რომლებიც ე.წ. ტუბზონიდან ქსნის დაწესებულებაში გაუგებარი მიზეზით გადაიყვანეს, თვეზე მეტია არ მკურნალობენ, დაპირების მიუხედავად კი, ადმინისტრაციას მათთვის მედიკამენტები არ გადაუცია. ადვოკატის განცხადებით, ქსნის საპატიმროში არსებული მდგომარეობა ბოლო ხანს ორჯერ აღწერეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც, თუმცა ვითარება არც მათ რეკომენდაციებს შეუცვლია.
XS
SM
MD
LG