Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი შიშობს, რომ ასანჟს შესაძლოა, აშშ-ში სიკვდილით დასჯა ემუქრებოდეს


ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს ლონდონის სასამართლოში გამოცხადდა - პირველად მას შემდეგ, რაც ის თავდებით გაათავისუფლეს 16 დეკემბერს. მანამდე ასანჟი დააკავეს შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. შვედეთი მის ექსტრადიციას მოითხოვს სექსუალური ძალადობის ბრალდების საფუძველზე. 39 წლის ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, ბრალდებას უარყოფს. როგორც მისმა ადვოკატმა დღეს განაცხადა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ასანჟს, შვედეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში გააგზავნიან, სადაც მას შესაძლოა, გვანტანამოში პატიმრობა, ან სასიკვდილო განაჩენიც კი ემუქრებოდეს.
XS
SM
MD
LG