12 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე დანელია, ”საქართველოს მომხმარებლის მეგზურის” ხელმძღვანელი. მან მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაციის შესახებ ილაპარაკა. კონსტანტინე დანელია თვლის, რომ ბაზარზე ცივილიზებული ურთიერთობებისთვის განათლება და ინფორმირება სჭირდებათ როგორც მომხმარებლებს, ისე სხვადასხვა პროდუქციის გამყიდველებსაც.
ინტერვიუ კონსტანტინე დანელიასთან
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.