Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურების საქართველოში ჩამოსვლის თარიღი უცნობია


ინფორმაცია, რომ ბურები საქართველოში მასობრივად ჩამოდიან, არასწორია. ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა. მინისტრის თქმით, ბურები საქართველოში ჩამოდიან, რათა ბიზნესგარემო შეისწავლონ. მისივე ინფორმაციით, ქართული მხარის მიზანია, მაქსიმალურად მეტი თანხა ჩადოს ქართულ ეკონომიკაში. პაპუნა დავითაიას განცხადებით, სამხრეთაფრიკელი ბურები, რომლებიც გამოცდილი ბიზნესმენები არიან, საქართველოს განიხილავენ ისეთ ქვეყნად, სადაც ინვესტიციების ჩადება შეიძლება. როგორც პაპუნა დავითაიამ განაცხადა, ბურების გადასაწყვეტია, როდის და რა რაოდენობით ჩამოვლენ საქართველოში.
XS
SM
MD
LG