Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირები: მაღაროელები შახტაში ზეწოლის შედეგად ჩავიდნენ


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში არსებული საფრთხის შესახებ მაღაროს მესაკუთრე კომპანიას დეტალური ინფორმაცია ჰქონდათ. დღეს გამართულ ბრიფინგზე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მაღაროელების 5-კაციანი ჯგუფი მაღაროში ხელმძღვანელების ზეწოლით ჩავიდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მაღაროებში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და აფეთქებების მიზეზების გამოძიებაში ჩართვას ითხოვს. ასევე, პროფკავშირი ითხოვს, კომპანია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა" შეწყვიტოს მომხდარი აფეთქებების მაღაროელებზე გადაბრალება.
პროფკავშირების მონაცემებით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ტყიბულის მაღაროში 9 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
XS
SM
MD
LG