Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ტრანსპორტის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოხსნა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა ტრანსპორტის დეპარტამენტის ცენტრალური ფედერალური რაიონის ხელმძღვანელი, ანდრეი ალექსეევი, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ორშაბათს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. მოხსნეს აგრეთვე აეროპორტის მილიციის სადგურის უფროსი და მისი ორი მოადგილე. დღეს რუსეთში გლოვაა გამოცხადებული, დომოდედოვოში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 100-ზე მეტი. ოფიციალური ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა დაღუპული, თვით ამფეთქებლის გარდა.
XS
SM
MD
LG