Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ათასობით ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს


იემენის დედაქალაქ სანაში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გასული და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. სააგენტო როიტერსის შეფასებით, სულ მცირე 10 000 პირი მონაწილეობს უნივერსიტეტის წინ მიმდინარე აქციაში, მინიმუმ 6 000 კი - ქალაქის სხვა ადგილებში გამართულ დემონსტრაციებში. აქციების მონაწილეები მთავრობის წინააღმდეგ ლოზუნგებს გაჰყვირიან და ახსენებენ ტუნისში ახლახან მომხდარ ამბოხებას, რომელსაც ავტორიტარული პრეზიდენტის ჩამოგდება მოჰყვა. იემენის პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი, 1978 წლიდან არის ხელისუფლებაში.
XS
SM
MD
LG